“ევროპულმა საქართველოს” ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
მანამდე აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, წარწერებიანი ტრანსფარანტებით და შეძახილებით მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიიდან მსვლელობა გამართეს. აქციის მოანაწილეებმა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს და შენობის წინა ფაროსანა დაყარეს.
აქციისთვის სპეციალურად თბილისიდან დავით ბაქრაძე დ აგიგი უგულავა ჩამოვიდნენ. პარტის ლიდერებმა აქციის მონაწილებს სიტყვით მიმართეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ადგილობრივი მთავრობა ხალხის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ლიდერების გამოსვლების შემდეგ აქცია დასრულდა.