ლაშა გოგიას მილოცვა ვეტერანებს

დღეს ვეტერანების დღე აღინიშნება. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ამ დღეს ვეტერანებს ულოცავს.

“ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანის დღეს.  მადლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე  გაწეული ღვაწლისთვის.

გისურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს! პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის თქვენ ხართ მისაბაძი ადამიანები, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისა და ერთიანობისთვის არ დაიშურეთ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე.

გისურვებთ მშვიდობას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თავდადებისათვის!”, – აღნიშნულია მილოცვაში.

საქართველოში „ვეტერანების დღე“ 2014 წლიდან ყოველ 17 ოქტომბერს აღინიშნება.

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი