ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ გაიხსნა

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ დაიწყო. რუხი სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

ფესტივალის დღეს მარათონით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს. გახსნის ცერემონიალს საამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, “საპარტნიორო ფონდის” დირექტორი დავით საგანელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ 15 ივლისს დასრულდება.

 

▶ აქ შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის პროგრამა

კომენტარები

დატოვე კომენტარი