მოკლული მოზარდის მამა: “კვირიკაშვილი იმიტომ გადააყენეს, რომ მკვლელობის საქმეები გადაეფარათ”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს.

“მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და პირობა დადო, რომ თვალყურს მიადევნებდა. ესე იგი, თანამდებობიდან სპეციალურად გადააყენეს, რომ თვალყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაიწელოს, ორი კვირა ან ერთი თვე გაიწელება ალბათ, მინიმუმ ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი კითხვა მექნება – რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ – არა”, განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი