ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ყაზახეთი სტუმრად 2:0 დაამარცხა. პირველი ბურთი მეტოქის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მეორე ბურთი კი საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა მალიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

საქართველოსა და ყაზახეთთან ერთად ჯგუფში ლატვია და ანდორა არიან, რომლებიც ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს, „დინამოს“ სტადიონზე ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი