ფეხბურთის ფედერაციასთან 1 პირი დაშავდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები და ფედარაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს vip ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც მოედნის გარეთ მყოფ ქომაგებს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით აჯარიმებენ.

აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჩაფუშული ბურთი მიიტანეს.

სიმბოლური „საჩუქრების“ ფედერაციაში დატოვების მცდელობას ფედერაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი კუპატაძე დაშავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი