ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ფოთის ბაზრობაზე ხანზძარი დღეს დილის 7 საათზე გაჩნდა. მოვაჭრეების ინფორმაცით, ბაზრობის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დამწვარია და მათი სავაჭრო საქონლი მთლიანად განადგურებულია.

„არავინ არ შგვატყობინა ხანძრის შესახებ, არადა ადმინიტრაციასთან ხელშეკრულებაში გწერია რომ მსგავს სიტუაციების დროს  უნდა გაგვაფრთხილონ. ხანძრის შესახებ ერთმანეთისგან გავიგეთ. გამოვრიცხავთ რომ  ელექტრო სადენების პრობლემა ყოფილიყო, რადგან სისტემა გამართულია და ღამით ბაზრობის მთელ ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია ითიშება”, – აცხადეებენ დაზარალებულები.

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ სახანძრო-სამაშველ სამსახურის ბრიგადები. მისი მასშტაბის გამო საჭირო გახდა სხა რაიონებიდან სამაშველო ძალის გამოძახება  ამ დროსთვის ხანძარი  ლოკალიზებულია. როგორც “newsportal.ge”-ს  შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 187 მუხლითაა აღძრული რაც სხვისი ნივთის დაზინებას ან განადგურებას გულისხმბობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი