ფოთის საკრებულომ შინაურ ცხოველებთან სექსუალური კავშირის დამყარება აკრძალა

ქალაქ ფოთის მერიამ მიიღო დადგენილება, რომელიც შინაური ცხოველების მიმართ სექსუალური კავშირის დამყარებას კრძალავს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის მეათე მუხლში, რომელიც სასტიკი  მოპყრობისგან ცხოველების დაცვას გულისხმობს, წერია, რომ “დაუშვებელია ზოოფილური აქტები ცხოველებთან”.

დოკუმენტი ასევე მოიცავს შნაური ცხოველების ყოლი ნებართვისა და მოვლა-პატრონობის წესებს, ასევე მათი უფლებების დაცვის სხვადასხვა მიმართულებებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი