გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

8 ივნისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2347 აბონენტს ქ.ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, აღმაშენებლის,ტოლსტოის, 9 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე,  სოფლებში ინგირი, ნარაზენი, ჭაქვინჯი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებში.

 ხობი. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1644 აბონენტს სოფლებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენი, ხიბულა, ახალი ხიბულა და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა. 11:00-15:00 საათამდე მონაკვეთში 168 აბონენტს სოფელ პირველი მაისში, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, 26 მაისის, დ.კაჭარავას ქ. I შესახვევი, თავისუფლების ქუჩებზე.

ფოთი.11:30-17:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 452 აბონენტს 9 აპრილის,  თამარ მეფის, 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 609 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კალანდიას, ყაზბეგის, სტალინის ქუჩებზე, სოფლებში ნაკიფუ, ჩქვალერი, საჩინო, ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი. 10:30-18:30 საათამდე 2127 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო,  ნახარებაო, კიწია, გურძემი და მიმდებარე სოფლებში, ქ.მარტვილში გ.ჭყონდიდელის, ჩიქვანაიას, მშვიდობის ქუჩებზე.

სენაკი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 890 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, მენჯი, ეკი და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ. 11:15-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 372 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, მ.კოსტავას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლეწურწუმე, ჯუმითი, სარაქონი, კირცხი.

მესტია. 10:00-18:00 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ჟიბიანი, ბოგრეში, ლალხორალი, წვიმრი, ზარდლაში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი