ფოთის მოსახლეობას, 2018 წლის გაზაფხულიდან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოემსახურება.
მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 415 000 ლარს შეადგენს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი, რომელიც მშვიდობის ქუჩაზე განთავსდება, შვიდ სამედიცინო ბრიგადაზეა გათვლილი.
თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა, საშუალებას მისცემს სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს გაუწიოს პაციენტებს დროული, ხარისხიანი და სრულყოფილი მომსახურება.
მშენებლობაზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.
სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2018 წელს გაზაფხულზე დასრულდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ქალაქფოთში საკუთარი შენობა არ გააჩნია და დროებით განთავსებულია სხვა დაწესებულების შენობაში.