ფოთში დედამ მოძალადე ძიძა ფარული კამერის საშუალებით ამხილა

ფოთში მცხოვრებმა ქალბატონმა მისი მცირეწლოვანი შვილის ძიძა ძალადობაში ამხილა. როგორც ქალბატონი სოციალურ ქსელში წერს, გარკვეულმა ფაქტებმა დააეჭვა, რის შემდეგაც საკუთარ სახლში ფარული კამერა დაამონაჟა. სოციალური ქსელი მომხმარებელი ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ძიძა აღსაზრდელს უხეშად ექცევა, მათ შორის ცხვირზე ხელს უჭერს და საჭმელს მისი ნების საწინააღმდეგოდ აჭმევს.

“ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს. რომ ვიკითხე, ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა”, – აცხადებს მცირეწლოვანის დედა, რომელიც ფოთის პოლიციამ უკვე გამოკითხა.

შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. აღძრულია საქმე სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი