ფოთში, შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს

ფოთში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაწირი ყუთიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი უკვე გახსნა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენაში ამხილეს არასრულწლოვანი, რომელიც, მათივე ცნობით, დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი