გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს.

„ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“, – წერს ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი