გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს

პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, გიორგი გახარიას გაპრემიერებას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება. 

მისივე თქმით, მოსახლეობას 20 ივნისის ჭრილობები არ მოშუშებია და გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის გამო პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება.

უდუმაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის 8 სექტემბერს, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი