ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით – პატრიარქი

პატრიარქმა, შიო მესამემ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.

“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს. გავა რამდენიმე თვე, თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა”, – თქვა მან.

პატრიარქის თქმით, „უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას, ფერი უცვალოს“.

„უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ, ჩვენ ყველას, ვინც ვართ მოსული ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, მოგვცა, როგორც ჯილდო და არ მოუცია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის, იმიტომ მოგვცა, რომ დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა“,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ფერისცვალება ნიშნავს, რომ უარესებიდან გავხდეთ უკეთესი.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას ნიშნავს ფერისცვალება, რომ უარესებიდან გავხდეთ უკეთესი და გავხდეთ უფრო კარგები, მაგრამ უფრო კარგები არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით, როგორც ღმერთი ხედავს“,- აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი