გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთში მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, უგულავამ იცის რა უნდა გააკეთოს.

“უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება”, – განაცხადა ცხვიტარიამ.

გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი