გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსი იქნება

“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი იქნება.

რულოვსი დღეს გამართულ ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ წარადგინა. მერის არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში გაიმართება.

ზუგდიდის მერის არჩევნების ხელახლა ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებების შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, პოსტი დატოვა. მოგვიანებით, ის ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი