8 წლის ბავშვი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექიმებმა 8 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვს ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში დენმა 11 მარტს დაარტყა.

თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი