გალიდან გადმოსულ მამაკაცს COVID-19 არ დაუდასტურდა

გალიდან გადმოსულ მამაკაცს COVID-19 არ დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაადასტურეს.

მამაკაცი, რომელიც ამჟამად ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული, საავადმყოფოში ცხელებით წუხელ შეიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულ პირს თანმხლები დაავადებაც აქვს.

ამ დროისთვის სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცისა და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი