გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლებაზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასა და საზღვრისპირა სოფლებში მიწების დამუშავების დროს მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. მიღწეულ იქნა კონკრეტული შედეგიც დრანდის ციხეში მყოფ პატიმარ გიორგი ლუკავასთან დაკავშიორებით. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, გიორგი ლუკავას მეუღლეს შესაძლებლობა ეძლევა, გადავიდეს აფხაზეთში და პატიმარი მოინახულოს.
როგავების ოჯახი მიწოდებული ინფორმაციით უკმაყოფილოა და ხვალიდან ენგურის ხიდზე აქციების დაწყებას გეგმავს.
“ჩემს ძმას ედავებიან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა რუსი სამხედროს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ბატონმა კახამ გვითხრა, რომ ამის გამო შესაძლოა, ის დატოვონ პატიმრობაში და მხოლოდ მამაჩემი გაუშვან. ის ახალგაზრდაა, ის გაუშვან, თუ დატოვებაზეა, მამა დატოვონ, ჩემი ძმა ახალგაზრდაა და ცოდვაა”, – აცხადებს პაატაროგავას და თინათინ როგავა.
მორიგი შეხვედრა გალში 31 მაისს გაიმართება.