გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ ენგურის ხიდის გავლით ე.წ. საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლების საკითხს შეეხება. იმსჯელებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემაზე და ასევე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში სამეურნეო მიწებზე მოსახლეობის უსაფრთხო მუშაობის საკითხზეც.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მამა-შვილ როგავებს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დღეს ზუსტად გავარკვევთ რა მდგომარეობაა ამმხრივ”, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.

ენგურის ხიდთან იმყოფებიან როგავების ოჯახის წევრებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ ქართულოი დელეგაცია არასაიმედო ინფორმაციას გადმოიტანს შეხვედრიდან, ისინი აქციებს დაიწყებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი