გალის ხუთმხრივი შეხვედრა დასრულდა – რას ითხოვს ქართული მხარე

გალში, გაეროს ოფისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრები დღეს 4 წლიანი წყეტის შემდეგ განახლდა.

ქართული დეეგაციის ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრაზე 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი განიხილეს და მოითხოვეს ბრალდებული პირი, რათა ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეეს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს და იგრძნოს ქართული სახელმწიფოს და ქართული მართლმსაჯულების ძალა და სიმტკიცე”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საკითხი კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ივნისში. გალის ხუთმხრივი შეხვედრა კი 6 ივლისისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი