გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების საკითხი. საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის, პატიმრების გადმოცემის და აფხაზეთში გარდაცვლილი ზაზა წულუკიას გადმოსვენების საკითხებსაც.

“ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკაჩევას და ქართული მართლმსაჯულების განხორციელებას მის მიმართ, ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ არ დაიხუროს ე.წ. გამშვები პუნქტები ორსანტია-ოტობაიას და ხურჩა-ნაბაკევის ზონაში, თუმცა მათი მხრიდან ითქვა, რომ აპირებენ დახურვას. ასევე შევეხეთ სამხედრო წრთვნებ და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობის თემასაც და ამმხრივ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გალში უსაფრთხოების პრობლემა არ შეექმნას”, – განაცხადა ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.

მომდევნო შეხვედრა გალში 22 თებერვალს ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი