ამერიკის ელჩი ხურჩასა და ორსანტიაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვია. ელჩმა ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი ე.წ. გადასასვლელები დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ელჩის განცხადებით, შტატები შეშფოთებულია აფხაზეთის დეფაქტო მტავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ორივე ე.წ. გამშვები პუნქტი დაიკეტება.

“ჩვენ არ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არანაირ ე.წ. გამშვებ პუნქტებს. საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღაირებულ საზღვრებში. თუ ეს გადასასვლელები დაიხურება, შეზღუდავს ადგილობრიოვებნის გადაადგილების უფლებას. ეს ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან. ესენი არაინ ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად გადადიან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, ესენი არიან მოხუცები, რომთლაც მკურნალობა სჭირდება და ჩვენ ამ ყველაფრის გამო ძალიან ვართ შეწუხებულები. რაც შეეხება მექანიზმს, ამ საკითხს ეუთოს და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში აუცილებლად წამოვწევთ”, – განაცხადა იან კელიმ

კომენტარები

დატოვე კომენტარი