გალში მცხოვრები მოსახლეობა არჩევნებში ხმის მისაცემად აქტიურად გადმოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

გალის რაიონის სოფლების მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მისარებად აქტიურად გადმოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გალელები რადიო “ათინათთან” საუბარისას ამბობენ, რომ ე.წ. “საზღვრის” გადმოსვლისას პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა გამშვები პუნქტიდან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ. მათი თქმით, დღეს ენგურის ხიდზე მხოლოდ ერთი – გაეროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი მოძრაობს.

“დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებზეც მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს, რომელიც უფასო არის. მის ლოდინს ფეხით დროულად გადასვლა გვირჩევნია”, – განმარტა გალში მცხოვრებმა მურთაზ გადელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი