გალში ზუგდიდის მცხოვრები დააკავეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით” ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია “newsportal.ge”-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. “ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით დაკავებულია ზუგდიდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი