ზუგდიდის მერობისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან კონჯარია იბრძოლებს

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, ასევე საკრებულოს მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება, რომელსაც პარტიის წარმოამდგენლები თბილისიდანაც დაესწრნენ, ანაკლიაში გაიმართა.

ზუგდიდის მერობისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან კონჯარია იბრძოლებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს თავმჯდომარე იყო. სიის პირველი ნომერი კი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძეა.

“ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ გაჩერებულ ანაკლიას, გაჩერებულ პროექტებს ავამუშავებთ, არაფერი კეთდებოდა და არ კეტდება ბიძინას ივანიშვილის ხელისუფლების მიერ და სწორედ ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პროექტს, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო”, – აცხადებს ლევან კონჯარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი