განათლების მინისტრი სამეგრელოში პედაგოგებს შეხვდა

პედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, სამეგრელოს რეგიონს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი სამუშაო შეხვედრა ხაბუმეს საჯარო სკოლაში გამართა, სადაც წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა.

ხაბუმეს შემდეგ მინისტრმა შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ზუგდიდის და ხობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ სამომავლო გეგმებზე და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით სკოლას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს  გახდის, როგორც მოსწავლეებისთვის ისე, მასწავლებლებისთვის.

შეხვედრის მეორე ნაწილში მინისტრმა მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა და უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

ალექსანდრე ჯეჯელავა ხვალ, 30 ივნისს პედაგოგებს ფოთსა და სენაკში შეხვდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი