გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 4 აპრილს შეეზღუდება:

ზუგდიდში – 11:00დან 15:30საათმდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში თავისუფლების, ჭყონდიდელის, აღმაშენებლის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ახალსოფელს, ჭითაწყარს, კოლხიდას, 13:00დან 15:00საათამდე ქ.ზუგდიდში ჭავჭავაძის, ჩიქოვანის,წერეთლის, ბორჯომის, სოხუმის, ჩიტაძის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს რუხს, კორცხელს,ოდიშს, ზედაეწერს და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 11:00დან 15:00საათამდე ქ.ფოთში ლიეპაიას, აღმაშენებლის, მ.აბაშიძის, მამუკა კაცაძის ქუჩებს. 12:00დან 17:00საათამდე ჭავჭავაძის, სააკაძის, ბელინსკის, რუსთაველის რკალს და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილში- 11:00დან 18:30საათამდე სოფლებს ინჩხურს, ნალეფსაოს, ქვაითს, საელიაოს. 11:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს თამაკონს, ნახურცილაოს, დ/ჭყონს, ნაფოსტარს და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში – 12:00დან 15:00საათამდე სოფლების ნაწილს ნორიო, სუჯუნა.
მესტიაში – 15:00დან 17:00საათამდე დაბა მესტიის ნაწილს, აეროპორტის დასახლებას, გვალდირს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი