ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Gem fest” გაიხსნა. ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ათასობით ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა. წლევანდელი ფესტივალი ცნობილმა არტისტებმა Paul van Dyk და Evol Weves-მა გახსნეს.
ანაკლიასა და განმუხურში საფესტივალოდ ინფრასტრუქტურა მოეწყო, განთავსდა ბარები, კვების და გართობის ობიექტები, თანამედროვე ლაზერული განათება მოეწყო ანაკლიის ხიდზე.
გახსნის ცერემონიალს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
ფესტივალი ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში პირველად შარშან გაიმართა. წელს კი პროექტი “Chekin Georgia”-ს ფარგლებში ეწყობა. პროექტი “Chekin Georgia” 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.
“Gem Fest” 2016 14 აგვისტოს დასრულდება. ორგანიზატორების თქმით, მომავალ წელს ფესტივალი 1 თვიანი გახდება.