“Gem fest -2017” – ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დღეს ფესტივალის ორგანიზატორს გიორგი სიგუას, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.
ლევან შონიამ და გიორგი სიგუამ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს რაც ფესტივალის დაწყებამდე ანაკლიასა და განმუხურში უნდა ჩატარდეს.
მომავალ წელს ფესტივალი ერთ თვიანი იქნება. ის 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დაიხურება.ერთი თვის განმავლობაში 6 სცენაზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს.
“Gem-fest 2017”-ისთვის ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოდან დაიწყება. ერთ თვიანი მულტიპასის ღირებულება პირველ ეტაპზე 100 ლარი იქნება, შემდეგ კი ფასი 200 ლარი გახდება, ხოლო საბოლოოდ 500 ლარს მიაღწევს.