სენაკის პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრები გაათავისუფლა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები მიხეილ ლუხავა და ალექსი ადამია, რომლებიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სენაკის პოლიციამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.

პარტიის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ორივე მათგანს, როგორც ორი დღის წინ დაკავებულ ახალგაზრდებს, ნარკოტიკული თრობა არ დაუდასტურად და მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად და დაშინების მცდელობად აფასებს.

„ამ ადამიანების დაკავება და ამ შენობაში ყურყუტი არის ბიძინა ივანიშვილის, სუსის, შსს-ს და პროკურატურის ერთობლივად დაგეგმილი კამპანია. უსინდისოდ აშინებენ მათ, თუმცა ესენი არიან პატრიოტები, ქართული იდეის ირგვლივ მდგომი ახალგაზრდები, მათ ვერ შეაშინებს ვერავინ, ყოველთვის ერთად ვიდგებით და ასე გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სათქმელს, როგორც დღეს“, – აცხადებს ბასილაია.

დაშინების მცდელობად აფასებენ მომხდარს თავად დაკავებულებიც.

„უნდათ, რომ დაგვაშინონ, თუმცა მე პირადად გავაგრძელებს ბექას მხარდაჭერას და ბოლომდე ვიბრძლებ მასთან ერთად“, – აღნიშნავს მიხეილ ლუხავა.

შეგახსნებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ლუხავა და ადამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ფოთში დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი