“GEM FEST” მომავალი წლიდან 1 თვიანი ხანგრძლივობით გაიმართება.
ამის შესახებ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში “GEM FEST”-ის სამომავლო გეგმების და მთავარი პრომო ვიდეოს პრეზენტაციაზე ფესტივალის დამფუძვნებელმა და ორგანიზატორმ გიორგი სიგუამ განაცხადა.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი არა მხოლოდ საკურორტო ზონის, არამედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
წელს კი “GEM FEST”-ის კარი მსურველებისთვის 9 აგვისტოს გაიღება და ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
რაც შეეხება კლიპს, ის მთლიანად სამეგრელოს რეგიონში გადაღებული კადრებისგან შედგება.