ზუგდიდში “Galf”ის ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე “Galf”-ის ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რეზერუარში გაჩნდა, რის შემდეგაც შენობაზე გავრცელდა.

ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ცეცლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა პოლიციელები აფეთქების განმეორების საშიშროების გამო, ახლო პერიმეტრზე არავის უშვებენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი