დადიანების სასახლის ეზოში “GEM FEST”-ის სამომავლო გეგმების და მთავარი პრომო ვიდეოს პრეზენტაცია, ხვალ 2 აგვისტოს 20 საათზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ფესტივალის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ განუცხადა.
კლიპი მთლიანად სამეგრელოს რეგიონში გადაღებული კადრებისგან შედგება. 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი “GEM FEST”-ის მნიშვნელოვანი სიახლე და მთავარი სიურპრიზი.
როგორც დღვანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა ფესტივალს 10 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.
“GEM FEST”-ის კარები დამსვენებლებისთვის 9 აგვისტოს გაიღება და 14 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში გაიმართება.