ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ლევან იზორია წარმოშობით ჩხოროწყელია, ის 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ლევან იზორია მაში არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ვახტანგ ლემონჯავამ დაამარცხა. იზორია სუს-ის უფროსის მოადგილეობამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილის პოსტს იკავებდა.

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი