Georgian Airways-მა სპეცრეისით იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა

Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ბორტზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანენ.

იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა განვლილი 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 1797-ით გაიზარდა და ამჟამად იტალიაში 9172 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი