ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” საგანგებო განცხადებას ავრცეელბს და თურქულ კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას აანონსებს.
“newsportal.ge ავიაკომპანიის მეირ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.
სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ჯორჯია” გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.