GFK-ის კვლევის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.

სხვა პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება:  პაატა ბურჭულაძის ”სახელმწიფო ხალხისთვის” 7.8% ”თავისუფალ დემოკრატებს” 6.2%,   ”ლეიბორისტული პარტია” – 2.8%, ”პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი” – 2.2%, ”ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” 1.6 %, ”რესპუბლიკური პარტია” – 0.6 %,

კვლევის მიხედვით, ”ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძეს” მოსახლეობის – 0.5 % მისცემდა ხმას. პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი” – 0.3% ”საქართველოს გზა – სალომე ზურაბიშვილმა” და ”თავისუფალი საქართველო – კახა კუკავამ” კი ერთნაირი მაჩვენებელი – 0.2 % შეადგინა. ”ეროვნული ფორუმის” – 0.1%.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ”ვეტერანების პარტია”, ჯონდი ბაღათურიას ”ქართულ დასი” და ლადო ბედუკაძის ”ცენტრისტები” ხმათა ერთნაირი რაოდენოდით 0.1%-ით განისაზღვრა. გამოკითხვით 0,0 %-იანი მხარდაჭერა აქვთ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას”.

3.9% არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო კატეგორია ”მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია” აირჩია 19.4 %-მა.

GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.

კითხვაზე – შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი – 12,6%, დავით ბაქრაძე – 9,9%, მიხეილ სააკაშვილი – 7,1%, პაატა ბურჭულაძე – 5,4%, ირაკლი ალასანია – 5,0%, შალვა ნათელაშვილი – 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი – 2,6%, ბიძინა ივანიშვილი – 2%, ნინო ბურჯანაძე – 2%, ირაკლი ღარიბაშვილი – 1,1%.

გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ კვლევა ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი