აგვიტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები დაესწრნენ

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ წირვა აღევლინა. რის შემდეგაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

წირვას 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დაღუპულთა სულების მოსახენიებელ პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

2008 წლის რუსეთ-საქართვველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი