გიგა ოთხოზორიას დედა: “კანჯი-ოღლის ინტერპოლის სიაში შეყვანა რუსებისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება”

2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოიზორიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ინტერპოლით ძებნის დაწყების ფაქტს ეხმაურება. ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

მისივე თქმით, ბრალდებულის დაკავება სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია და აფხაზ დამნაშავეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ქართველი ადამიანის მოკვლა დაუსჯელი დარჩება.

“ჩემი აზრით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. უფრო ადრე რომ ყოფილიყო გამოცხადებული ინტერპოლით ძებნა, შესაძლებელია, შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება რუსებისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება, ასე მგონია, თითონ აფხაზებიც ამ ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალუსწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება, არ ვიცი. ღთმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ, დაისაჯოს, რომ აფხაზ დამნაშავეებს არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ქართველი ადამიანის მოკვლა თვისუფლად შეიძლება. ეს უბრალოდ სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია და მეტი არაფერი. ის გადამთიელები მოვიდნენ ჩვენთან და საზღვარი გაგვივლეს და თუ გაგვივლეს ისე მაინც უნდა იყოს, რომ თავისუიფლად არ უნდა გადმოდიოდნენ ამ საზღვარზე და ასე თავისუფლად არ უნდა კლავდნენ ქართველ ადამიანს”, – აცხადებს ჭანტურია.

შეგასხსენებთ, რომ რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლით ძებნილტა სიაში გუშინ შეიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი