გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

პარტია “საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა.

„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები არიან:

1. ლევან დოლიძე;

2. ზაზა თავაძე;

3. სალომე კობალაძე;

4. გიორგი შარაშიძე;

5. დავით ფარცვანია

6. თამარ (ტატა) ხვედელიანი;

7. ეკატერინე ვეფხვაძე;

8. მალხაზ მჭედლიშვილი;

9. საბა ჯიქიძე;

10. გიორგი სოსელია;

11. თიკო თვალაძე;

12. გიორგი კიკნაველიძე;

13. ზაურ რეხვიაშვილი;

14. ქეთევან ბაკარაძე;

15. ვატო ფაჩულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი