გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვილებების პროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა 3 მოსმენით უკვე მიიღო, ვეტო დაადო.  გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.

წინა კვირას, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ვეტო იყოს გამოყენებული იმ ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაზე, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი