ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დღეს, კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფაჟაოს უბნის მცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას სოფლის პრობლემებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად უბანში მინი სტადიონის მოწყობა დასახელდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკითხით დაინტერესდა და სამომავლოდ მის განხორციელებაზე ისაუბრა.