გიორგი თოდუა “რესპუბლიკური პარტიიდან” წავიდა

გიორგი თოდუამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. როგორც თოდუა აცხადებს, მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება პარტიაში არსებული პროცესების გამო მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე და მტკივნეული საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში საზოგადოებისათვის ცნობილი პროცესებიდან გამომომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის რიგები.”- განაცხადა მან.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. გიორგი თოდუა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი 2009 წლიდან იყო. საპარლამენტო არჩევნებში თოდუა კენჭს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატადაც იყრიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი