მესტიაში სავარაუდოდ, დაკარგული ინჟინრის სერგეი სმისლოვის ცხედარი იპოვეს

ცოტა ხნის წინ მესტიის მახლობლად ერთ-ერთ ხევში სავარაუდოდ, 12 ივლისს გაუჩნარებული გერმანიის მოქალაქის, წარმოშობით უკრაინელი ინჟინრის სერგეი სმისლოვის ცხედარი იპოვეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, ცხედრის ვინაობის შესახებ ეს პირველადი ინფორმაციაა და კონკრეტული ინფორმაცია მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნაპოვნია ასევე სავარაუდოდ, ის ავტომობილი, რომლითაც სმისლოვი გადაადგილდებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი