პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში ირაკლი კაკულია, ნინო ბაკურაძე, თამარ თოფურია, აკაკი დარჯანია, ხვიჩა ცხვიტარია, ზურაბ ჩაჩუა, ჯემალ მიგინეიშვილი, ბაქარ ერაგია, თემურ დუნდუა და პაატა ქირია შედიან.
როგორც გოჩა კურდღელიამ განაცხადა, დეპუტატობის კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ ფოთის განვითარებისთვის და ქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრონ.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ცენტრის უბანში – დავით კვიციანი, ოლეგ ნაჭყებია, კუნძულის უბანში – თორნიკე შონია, დავით ესებუა, ზვიად ბჟალავა, მალთაყვის უბანში – თორნიკე კირთაძე, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე, ხოლო ნაბადის უბანში – სამსონ კუტალია და მალხაზ ფოჩხუა.
„ეს ადამიანები ფოთის საკრებულოში თქვენი ინტერესების დამცველები იქნებიან. ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად ვაქცევთ ფოთს ძლიერ თვითმმართველ ქალაქად – ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.