ანაკლიაში ვირტუოზი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა

ანაკლიის ციხე-სიმაგრეში, ცნობილი ვირტუოზი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.

ღონისძიება, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასტუმრო ,,Palm beach “ -ის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ შიუკაშვილმა განაცხადა, ის ანაკლიაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი