გოჩა ქაჯაია ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა ჯიქია პარლამენტის მაჟორიტართან, ირაკლი ბერაიასთან ერთად გურიფულის, საგვიჩიოს და პატარა ფოთის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა და დეპუტატმაა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს და საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიფულში – თეა გელანტია, საგვიჩიოში – იგორ გოგოლაძე, ხოლო პატარა ფოთში – აკაკი ხურცილავა არიან.

შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ გამოწვევად სანიაღვრეს მოწესრიგება, გაზიფიცირება და სასოფლო გზების კეთილმოწყობა დაასახელა.

„გამარკვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა დასახლებაში კეთილმოეწყოს ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მოწესრიგდეს სანიაღვრე არხები”, – განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი