22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა. პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მკურნალი ექიმის განცხადებით, აქირთავას მრავლობითი დაზიანებები აღნიშნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსის ავტომობილი ანაკლიაში 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. საჭეს თავად პაპუნა დიდიშვილი მართავდა. ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი, ოჯახის მოთხოვნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.
როგორც “Newsportal”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ანაკლიის პოლიციის უფროსმა პაპუნა დიდიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.